თავში

ჩუმლაყში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა

ჩუმლაყში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა
ჩუმლაყში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა

კახეთში, სოფელ ჩუმლაყში ე. წ კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. 

ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ხილის შესანახი მაცივრები.

ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ, ხანძარი შემთხვევით გაჩნდა თუ ფაქტი ბადუაშვილზე შურისძიებას უკავშირდება.

ცნობისთვის, მალხაზ ბადუაშვილზე, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, 25 მარტს ჩუმლაყის გზაზე მისი ავტომობილის მისამართი ისროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადუაშვილთან ერთად მყოფი სამი პირი დაიჭრა. 

ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული ბადუაშვილში შეეშალათ, რადგან იმ დღეს მის მანქანას ბადუაშვილის მეურნეობაში დასაქმებული მუშა მართავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system