თავში

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც სამართალდამცველს უკბინა

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც სამართალდამცველს უკბინა
დააკავეს აქტივისტი, რომელმაც სამართალდამცველს უკბინა

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, აქტივისტმა სამართალდამცველს უკბინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დღეს,  "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაპირისპირების შედეგად 5 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system