თავში

დააკავეს პირი, რომელიც თბილისში ბინებს ძარცვავდა

დააკავეს პირი, რომელიც თბილისში ბინებს ძარცვავდა
დააკავეს პირი, რომელიც თბილისში ბინებს ძარცვავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერშს, ვარკეთილში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის სხვადასხვა უბანში არაერთი ბინაში ფარულად შეაღწია და გაქურდა.

სამართალდამცველებმა, დ.გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system