თავში

დააკავეს პირი, რომელიც ყალბ ლარიანებს ამზადებდა და ცოლის ანგარიშზე რიცხავდა

დააკავეს პირი, რომელიც ყალბ ლარიანებს ამზადებდა და ცოლის ანგარიშზე რიცხავდა
დააკავეს პირი, რომელიც ყალბ ლარიანებს ამზადებდა და ცოლის ანგარიშზე რიცხავდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება.

ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები. 
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით,"-
ნათქვამია ფინანსთა სამინისტორ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system