თავში

დააკავეს ტრაქტორის მძღოლი, რომელიც თანასოფლელს დაეჯახა და მიიმალა

დააკავეს ტრაქტორის მძღოლი, რომელიც თანასოფლელს დაეჯახა და მიიმალა
დააკავეს ტრაქტორის მძღოლი, რომელიც თანასოფლელს დაეჯახა და მიიმალა

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტიტის სოფელ კაკაბეთში თანასოფლელს ტრაქტორით შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებულ პირს ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1965 წელს დაბადებულ ნ.პ. რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system