თავში

დაჭრის ფაქტზე თელავში ერთი პირი დააკავეს

დაჭრის ფაქტზე თელავში ერთი პირი დააკავეს
დაჭრის ფაქტზე თელავში ერთი პირი დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თელავში 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავში, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ბ.ქ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაციც გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ზ.ს.-მაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. იგი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system