თავში

დაპირისპირება დადიანის ქუჩაზე - დაჭრილია მამაკაცი

დაპირისპირება დადიანის ქუჩაზე - დაჭრილია მამაკაცი
დაპირისპირება დადიანის ქუჩაზე - დაჭრილია მამაკაცი

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. ინცინდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ამ დრომდე არ არის დაკავებული დამნაშავე. ცნობილია, რომ მან ჭრილობა მამაკაცს ცივი იარაღით მიაყენა. 

კრიმინალურ პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system