თავში

მძღოლი პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა - ზუგდიდში მომხდარი ავარიის დეტალები

მძღოლი პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა - ზუგდიდში მომხდარი ავარიის დეტალები
მძღოლი პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა -  ზუგდიდში მომხდარი ავარიის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ერთ-ერთი მანქანის მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას და სვლა განაგრძო, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

„ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელიც რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ზუგდიდში შენიშნეს. მძღოლი წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა მას მოძრაობის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა ის მათ არ დაემორჩილა და სოფელი რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა.

რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი სავალი ზოლიდან გადავიდა და შემხვედრ ზოლში მოძრავ „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევას „ოპელის“ მძღოლი, 1961 წელს დაბადებული ი.შ. ემსხვერპლა, „ფოლკსვაგენის" მძღოლი და ორი მგზავრი კი დაშავდა,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას... -ზუგდიდში მომხდარ ავარიაზე შსს განცხადებას ავრცელებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system