თავში

დედა მოკლა, ცხედარს კი ცეცხლი წაუკიდა - საზარელი მკვლელობა თბილისში

დედა მოკლა, ცხედარს კი ცეცხლი წაუკიდა - საზარელი მკვლელობა თბილისში
დედა მოკლა, ცხედარს კი ცეცხლი წაუკიდა - საზარელი მკვლელობა თბილისში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 29 წლის მამაკაცმა საკუთარი დედა მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი დაწვა. დაკავებულს ბრალიდამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ედება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system