თავში

დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლული იპოვეს

დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლული იპოვეს
დედოფლისწყაროში 65 წლის ქალი მოკლული იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც report.ge-ს არბოშიკის მცხოვრებმა აცნობა, გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება. მეზობლების თქმით, ოჯახის წევრები გარკვეული დროის განმავლობაში ქალს ვერ უკავშირდებოდნენ, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, სახლში არეული იყო ნივთები, ასევე ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები. მეზობელი ამბობს, რომ 65 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა. 

report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. რაც შეეხება ძალადობის კვალს, უწყების ცნობით, ამ ინფორმაციას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system