თავში

მკვლელობა დმანისში - ბრალდებული დაკავებულია

მკვლელობა დმანისში - ბრალდებული დაკავებულია
მკვლელობა დმანისში - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს - 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"
- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system