თავში

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია - განახლებულია - VIDEO

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია - განახლებულია - VIDEO
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია  - განახლებულია - VIDEO

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. მას გამოძიება გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობასა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

დაკავებულია 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი. მას 16 წლით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

ბრალდებული თბილისში დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system