თავში

ძალადობა ტრანსგენდერზე - ქალი კორპუსიდან გადახტა

ძალადობა ტრანსგენდერზე - ქალი კორპუსიდან გადახტა
ძალადობა ტრანსგენდერზე - ქალი კორპუსიდან გადახტა

თბილისში, ისაკაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ტრანსგენდერი ქალი გადმოხტა. სავარაუდოდ, მიზეზი ძალადობის ფაქტია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები, თუმცა დაზარალებულმა მკურნალობის საავადმყოფოში გაგრძელებაზე უარი თქვა.

ტრანსგენდერი ქალის მეგობრები ამტკიცებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც კორპუსში ქირით ცხოვრობს, მათ მეგობარზე იძალადა შემდეგ კი სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. 

"დაემუქრნენ სიცოცხლის ხელყოფით, იძალადეს მასზე. თავის გადარჩენის მიზნით გადახტა მეორე სართულიდან. მოძალადე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, არაბია, რომელიც საქართველოში სწავლობს სამედიცინო ფაკულტეტზე, ტრანსგენდერი ფსიქოლოგიურად იყო რთულ, სტრესულ მდგომარეობაში, აღენიშნება სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, კრიმინალური პოლიცია არის მოსული, არკვევენ დეტალებს, თუმცა რეაგირება არ ხდება დაკავების მხრივ, არ ვიცი რატომ არ აკავებენ ამ ადამიანს" - აცხადებს დაზარალებულის მეგობარი. 

ტრანსგენდერი ქალი გვიანობამდე იკითხებოდა პოლიციაში. შსს-ში report.ge-ს განუხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა უწყების პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, არის თუ არა დაკავებული ეჭვმიტანილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system