თავში

მარნეულში ახალგაზრდები მეხანძრე-მაშველებს დაუპირისპირდნენ - VIDEO

მარნეულში ახალგაზრდები მეხანძრე-მაშველებს დაუპირისპირდნენ - VIDEO
მარნეულში ახალგაზრდები მეხანძრე-მაშველებს დაუპირისპირდნენ - VIDEO

მარნეულში, საველე ჰოსპიტალთან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს დაუპირისპირდნენ. ისინი კარანტინით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინცინდენტთან დაკავშირებით, უწყება ინფორმაციას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო. ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 222 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 237.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system