თავში

"ერთმა დამიჭირა, ხოლო მეორე ძალადობდა..." - წვეულებაზე 19 წლის გოგო გააუპატიურეს

"ერთმა დამიჭირა, ხოლო მეორე ძალადობდა..." - წვეულებაზე 19 წლის გოგო გააუპატიურეს
ერთმა დამიჭირა, ხოლო მეორე ძალადობდა... - წვეულებაზე 19 წლის გოგო გააუპატიურეს

წავკისში, წვეულებაზე 19 წლის გოგო ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. 

გაუპატიურების ბრალდებით საქართველოში ეგვიპტის მოქალაქეებს 11- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაზარალებულიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დანაშაული რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა ამ დრომდე არ გახმაურებულა. 

19 წლის გოგო ჩვენებაში შემზარავი დანაშაულის დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

"ერთმა დამიჭირა მხრები და მკლავები, ხოლო მეორე ძალადობდა. ვგრძნობდი ძლიერ ტკივილს. შემდეგ ძალა იგივენაირად იხმარა მეორემ. ვუწევდი წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ ჩავვარდი შოკურ მდგომაროებაში, გავშეშდი და მთლიანად გავცივდი. 2 დღის მერე, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ წავედი სამსახურში და როდესაც მარტო დავრჩი, ვცადე თვითმკვლელობა, მაგრამ მალევე მეგობარმა მიპოვა და გადამარჩინა. ძალადობის შემდეგ დამეწყო შფოთვა, სიზმარში კოშმარები, რის შემდეგაც მეღვიძება და ვერ ვახერხებ დაძინებას, მეშინია ქუჩაში მარტო გასვლის და სახლშიც კი ვერ ვრჩები მარტო,"- ნათქვამია დაზარალებული ქალის ჩვენებაში.

როგორც ირკვევა, ჯგუფური გაუპატიურებისთვის დაკავებული ეგვიპტის მოქალაქეები მსხვერპლის თანამშრომლები იყვნენ. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. 

19 წლის გოგომ მომხდარიდან რამდენიმე თვეში საქართველო დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system