თავში

" ეს ჩემი ქვეყანაა, აქ ვერასოდეს შემოხვალ" - რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - VIDEO

" ეს ჩემი ქვეყანაა, აქ ვერასოდეს შემოხვალ" - რა მო
 ეს ჩემი ქვეყანაა, აქ ვერასოდეს შემოხვალ - რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - VIDEO

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ ჩამოსულ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ალექსანდრე გიორგაძემ გაავრცელა.

ვიდეოს ისმის, როგორ უხსნის ქალი მესაზღვრეს, რომ აქვს ყველა საბუთი, ტესტი, თანხა და ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ამის მიუხედავად, მესაზღვრე მას ეუბნება, რომ დაბრუნდეს უკან, რადგან ეს მისი ქვეყანაა. 

"წადი, დაბრუნდი თურქეთში ან ირანში, უარი გეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე და ვერც ვერასოდეს შემოხვალ, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა, არ მინდა თქვენთან ლაპარაკი, მოვა ავიაკომპანია და წაგიყვანს უკან, გაიგე? მანამდე დაჯექი აქ, დაჯექი-მეთქი, შენ არავინ ხარ. შენი საქმე არ არის ჩემი გვარი, მე ვარ საქართველოს მესაზღვრე" - მიმართავს მესაზღვრე უცხოელ ქალს.

ფაქტთან დაკავშირებით report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო.

მათივე ცნობით, რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, ი ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system