თავში

ფოთში, 33 წლის ქალმა ეჭვიანობის გამო ქალი დაჭრა

ფოთში, 33 წლის ქალმა ეჭვიანობის გამო ქალი დაჭრა
ფოთში, 33 წლის ქალმა ეჭვიანობის გამო ქალი დაჭრა

ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, 33 წლის ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობი, 42 წლის ქალი დაჭრა. 

უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.

"სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული თ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system