თავში

ფოთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა

ფოთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა
ფოთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩამდენი ცხელ კვალზე დააკავეს.

ვაჟა სირაძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს- ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

შსს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვახდენთ დანაშაულის პრევენციას",- განაცხადა სირაძემ.

შსს-ს სამინისტროს ცნობით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული შ.პ. ფოთში დააკავეს. 

დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.პ. მომხდარიდან მალევე, ფოთში დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი და სავარაუდო ეჭვმიტანილი წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system