თავში

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა.

დაკავებისა და ჩხრეკის პროცედურა, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკავებულის ახლობლები, გ.რ-ს მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავენ.

ინფორმაცია Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული გ.რ. ფოთში დააკავეს.

გ.რ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,"- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

მკვლელობა ფოთში 2 ივლისს მოხდა. 45 წლის მამაკაცს მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system