თავში

გახარიას პარტიის წევრს მანქანა დაუზიანეს

გახარიას პარტიის წევრს მანქანა დაუზიანეს
გახარიას პარტიის წევრს მანქანა დაუზიანეს

პარტია „საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს. 

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც ის ეკლესიაში წირვაზე იმყოდებოდა, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა. 

არჩაია მომხდარს პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.

როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, მასზე ზეცოლა ხორციელდებოდა. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია.

ცნობისთვის ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „ქართული ოცნებიდან", ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია „საქართველოსთვის" სიით მოხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system