თავში

გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ იმერეთში ერთი პირი დააკავა

გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ იმერეთში ერთი პირი დააკავა
გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ იმერეთში ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება.

"ამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system