თავში

გამტაცებელი ითხოვს ვერტმფრენს ან უსაფრთხოების კორიდორს

გამტაცებელი ითხოვს ვერტმფრენს ან უსაფრთხოების კორიდორს
გამტაცებელი ითხოვს ვერტმფრენს ან უსაფრთხოების კორიდორს

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ერთ-ერთია 19 მძევალს, შორის, აცხადებს, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული, აქვს გახსნილი ყუმბარა და ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს. 

მისივე განმარტებით, გამტაცებელი 500 000 დოლარის ნაღდი სახით ადგილზე მოტანას ითხოვს. ასევე ითხოვს ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანებით უსაფრთხო გასვლას. 

"პირველ რიგში ითხოვს, რომ სპეცრაზმი მოაცილონ პერიმეტრს. პოლიციელს თავად არ ეკონტაქტება, პოლიციას ეკონტაქტება მძევლების საშუალებით, ანუ ჩემი და კიდევ სხვა მძევლების საშუალებთ. ისამბობს, რომ გადავრჩებით, თუ მოთხოვნები შესრულდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. ამისთვის იძლევა 2 საათს. ჩვენთან ერთად არ არიან ბავშვები, მაგრამ არიან ქალები" - აცხადებს ირაკლი კვარაცხელია.

მძევლის ინფორმაციით, შენობაში, გამტაცებელთან ერთად ერთ ოთახში იმყოფება 19 მძევალი. გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით. 

"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში ვართ, ჩვენს გვერდით არის გამტაცებელი კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარეობა გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.

გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და იმას, რომ აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ვინმე, შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. თავდამსხმელი ერთია და ჩემს გვერდითაა ახლა" - აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან იყო გამტაცებელთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა შენობაში ამ დრომდე არავინ შესულა.

"მხოლოდ დაპირდნენ მას, რომ შემოვიდოდნენ, მაგრამ ერთი საათია აქ ვართ და არავინ შემოსულა, უცნობია როდის შემოვა ვინმე" - განაცხადა მძევალმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system