თავში

განხორციელდა კიბერშეტევა - შსს

განხორციელდა კიბერშეტევა - შსს
განხორციელდა კიბერშეტევა - შსს

23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, დღეს  განცხადება "ქართულმა ოცნებამაც“ გააკეთა და თქვა, რომ პარტიის სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system