თავში

განსაკუთრებული სისასტიკით საწოლში მოკლული ცოლი - რას ჰყვებიან მეზობლები

განსაკუთრებული სისასტიკით საწოლში მოკლული ცოლი - რას ჰყვებიან მეზობლები
განსაკუთრებული სისასტიკით საწოლში მოკლული ცოლი - რას ჰყვებიან მეზობლები

სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით მეზობლები დეტალებზე საუბრობენ. 

მათი ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 35 წლამდე კაცმა ცოლს საწოლში ესროლა.

ადგილობრივების ინფორმაციით კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

" ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა. სამი შვილი ჰყავთ, თუმცა მკვლელობის დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ", - აცხადებენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ სურამში მკვლელობა მოხდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system