თავში

განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრებისთვის 2 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრებისთვის 2 პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრებისთვის 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები შ.ა. და დ.კ. სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციას, საქართველოში ნაღდი ფულის სახით შემოტანის და სხვადასხვა ფორმით, საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში განთავსების გზით. 

,,შ.ა. და დ.კ. 2019 წლის მანძილზე, სხვადასხვა დროს, იმყოფებოდნენ კოლუმბიის, გაბონის, ეთიოპიის ფედერაციულ და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში, სადაც ძირითადად ფულადი თანხების კონვერტაციისას აშშ დოლარის/ევროს ყალბი და დაბალი ნომინალების კუპიურების გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავდათ სხვადასხვა ფიზიკური პირები, სავალუტო ჯიხურების და საფინანსო/საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოტყუებით ეუფლებოდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს. 

დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შ.ა.-ს და დ.კ.-ს ფულადი თანხები შემოჰქონდათ საქართველოში. მათი წარმოშობის წყაროს და რეალური ბუნების შენიღბვის მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში უთითებდნენ არასწორ/არასრულყოფილ ინფორმაციას და შემდგომში უძრავ/მოძრავ ქონებებში ინვესტირების, საბანკო ანგარიშებზე განთავსების და მრავლობითი ტრანზაქციების განხორციელების, ასევე სათამაშო აზარტულ თამაშებში ჩართვის და შემდგომში გამოყენების გზით ახდენდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემას.

ზემოაღნიშნული ფორმით შ.ა.-მ და დ.კ.-მ მოახდინეს 239 999 აშშ დოლარის და 226 170 ევროს ოდენობის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია, რომლის ნაწილიც - 191 170 ევრო და 999 აშშ დოლარი გამოძიების მიერ ამოღებული იქნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

8 ივლისს ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით, სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system