თავში

განუბაჟებელი ავტომობილების ნაწილებად რეალიზაციისთვის 9 პირი პასუხისგებაში მისცეს

განუბაჟებელი ავტომობილების ნაწილებად რეალიზაციისთვის 9 პირი პასუხისგებაში მისცეს
განუბაჟებელი ავტომობილების ნაწილებად რეალიზაციისთვის 9 პირი პასუხისგებაში მისცეს

მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 9 პირი მისცეს, - ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2017-2021 წლებში, სხვადასხვა პირმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოიყვანა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომ, თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რეალურად კი, ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშალეს და ნაწილებად გაყიდეს. აღნიშნული ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს, ჯამში, 279 168 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულებმა 242 891 ლარის ოდენობით ზიანი აანაზღაურეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system