თავში

გარდაბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გარდაბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გარდაბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.  მამაკაცი  თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობას  ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნშნულ ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system