თავში

გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ - სამადაშვილი

გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ - სამადაშვილი
გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ - სამადაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ციხეში გიორგი რურუაზე თავდასხმა მოხდა. 

სამადაშვილის თქმით, მისთვის დეტალები უცნობია, თუმცა მომხდარს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს. 

,,ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს ბატონ რურუაზე ციხეში განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მას თავს დაესხნენ. როგორც ჩანს, ეს იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ის მეთოდები, რომლითაც ეს ხელისუფლება მუშაობს, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა ,,ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system