თავში

გომელაური: ბრალდებულს შეიძლება ერთი თვეც ვდიოთ

გომელაური: ბრალდებულს შეიძლება ერთი თვეც ვდიოთ
გომელაური: ბრალდებულს შეიძლება ერთი თვეც ვდიოთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისრტმა ზუგდიდში განაცხადა, რომ საქართველოს ბანკის საქმეზე ტერორიზმის მუხლით ბრალდებულის დაკავებას შესაძლოა 1 თვეც დასჭირდეს.

"ბრალდებულს ერთი კვირა კი არა შეიძლება ერთი თვე ვდიოთ, ეგ არანაირი პრობლემა არ არის", - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system