თავში

გორის საკრებულოს წევრი ავტომობილის დაწვისთვის დააკავეს

გორის საკრებულოს წევრი ავტომობილის დაწვისთვის დააკავეს
გორის საკრებულოს წევრი ავტომობილის დაწვისთვის დააკავეს

გორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძე სამართალდამცველებმა ავტომობილის დაწვისთვის დააკავეს.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი მომხდარს პროვოკაციად აფასებს. 

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ბურჯანაძემ მანქანა იყიდა, მეგობარ ქალს გადასცა და ვეღარ იბრუნებდა, რის გამოც ავტომობილი დაწვა.

ბურჯანაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებული კ.ბ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით გორში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ - სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system