თავში

გორში 38 წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს

გორში 38 წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს
გორში 38 წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს

პოლიციამ გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 1993 წელს დაბადებულ, დ.ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე მას სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system