თავში

გორში დაჭრისა და ძალადობისთვის მამა-შვილი დააკავეს

გორში დაჭრისა და ძალადობისთვის მამა-შვილი დააკავეს
გორში დაჭრისა და ძალადობისთვის მამა-შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორში ორი პირი 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე დაუპირისპირდა ნაცნობს, 1972 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა.

მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კონფლიქტი მოხდა ასევე დაპირისპირებულების შვილებს შორის. მათ ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ მ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა. 

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system