თავში

გორში პოლიციელს სცემეს

გორში პოლიციელს სცემეს
გორში პოლიციელს სცემეს

გორის ცენტრში პატრულის თანამშრომელს სცემეს.

სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

უწყების ცნობით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system