თავში

"გთხოვ, არ მომკლა" - საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

"გთხოვ, არ მომკლა" - საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობისთვის ქართველი კაცი დააკავეს
გთხოვ, არ მომკლა - საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციამ 55 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი პარტნიორი, 56 წლის კაცი დააკავა, რომელიც ასევე ქართველია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

ცხედარი პოლიციამ საცხოვრებელ სახლში იპოვა, გარდაცვლილს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. 

შემთხვევა გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, ეჭვმიტანილი კაცი აივანზე სისხლიანი ხელებით გავიდა და შემდეგ მიმალვა სცადა. პოლიციამ ის გუშინვე დააკავა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, გაიგონა ქალის ხმა, რომელიც  ეხვეწებოდა "გთხოვ, არ მომკლა". ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის სავარაუდოდ ნაცემია და შემდეგ ბასრი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული. 

ასევე მეზობლების ინფორმაციით, კაცს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system