თავში

გურჯაანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გურჯაანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
გურჯაანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გურჯაანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. report.ge-ს ინფორმაციით, ნათესავებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 24 წლის ბიჭსა და 70 წლის კაცს შორის დაპირისპირების მიზეზი ყოფითი საკითხები იყო. 

ახალგაზრდას ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 1950 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system