თავში

გურჯაანში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

გურჯაანში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
გურჯაანში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. ის სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს. 

მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი. მისი სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, მათ შორის გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსზე" თავდასხმა და ხანძარი სამაცივრე მეურნეობაში. ბადუაშვილს 25 მარტს თავსაც დაესხნენ. მანქანა, რომელშიც ის სამ პიროვნებასთან ერთად იჯდა, დაცხრილეს. სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა ორი კი დაიჭრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system