თავში

გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გატაცება - გვარამია

გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გატაცება - გვარამია
გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გატაცება - გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში, ხოლო იქიდან ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ, მისი გატაცება.

განცხადება ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომრეობას, გვარამია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ასევე საუბარია ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გატაცება" - ამბობს ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system