თავში

ონში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ონში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ონში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში, არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდებარე ტერიტორიიდან, 1 მ3-მდე ფიჭვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, ასევე 4 ერთეული დაუფირნიშებელი ცაცხვისა და ფიჭვის სახეობის მორი ამოიღეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system