თავში

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობისთვის 3 პირი დააკავეს

​ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობისთვის 3 პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობისთვის 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სმინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩატარდა ეჭვმიტანილების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.

„ზუგდიდში, 1966 წელს დაბადებული ე.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 1962 წელს დაბადებული ო.ა.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკა 47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 1955 წელს დაბადებული ნ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 საბრძოლო ვაზნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კანონი მსგავს დანაშაულზე 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system