თავში

"იძულებული იყო თავი დაეცვა"-გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"იძულებული იყო თავი დაეცვა"-გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
იძულებული იყო თავი დაეცვა-გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული იყო თავი დაეცვა. 

"გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება რომ დაიცვას საკუთარი თავი,"-აცხადებს კაკაბაძე.

ადვოკატის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენჯერმე დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის იძულებული იყო თავი დაეცვა. ბრალდებული თავადაც დაჭრილია და საავადმყოფოში მკურნალობს. 

მას მცხეთის რაიონულმა სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.

საქმეში მინიმუმ ორი ვიდეო-მტკიცებულება დევს, ერთ-ერთში მკვლელობამდე არსებული დაპირისპირებაა ასახული. კადრში მინიმუმ 6 პირი ჩანს, რომლებიც მერაბ კობიაშვილს ურტყამენ.

მოკლულის ახლობლები კი აცხადებენ, რომ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი დავით სეთურიძე, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ის უმძიმეს მდგომარეობაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system