თავში

ისრაელში “ქართული მაფიის” ბოსი და მისი ვაჟი მანქანაში ჩაცხრილეს

​ისრაელში “ქართული მაფიის” ბოსი და მისი ვაჟი მანქანაში ჩაცხრილეს
ისრაელში “ქართული მაფიის” ბოსი და მისი ვაჟი მანქანაში ჩაცხრილეს

ისრაელში, ხაიფას გარეუბანში, კირიატ მოცკინში „ქართული მაფიის" ბოსი, 53 წლის შუმი ისკოვი 20 წლის ვაჟი პეერი უცნობმა პირებმა ავტომობილში ჩაცხრილეს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მანქანას, სულ მცირე, 20-ჯერ ესროლეს. მამა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ერთი კვირით ადრე ნაგარიაში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირდება.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ისკოვი ისრაელში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნით იყო ცნობილი. 10 წლის წინ შუმი მასზე თავდასხმა მოხდა. მაშინ დაუდგენელმა პირებმა მას ცეცხლი სავაჭრო ცენტრში გაუხსნეს. შუმის გარდა, დაჭრილი იყო მისი ძმა – შალომი და კიდევ ერთი მამაკაცი.

შუმი ისაკოვი ციხიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, სადაც მამაკაცის დაჭრისთვის სასჯელს იხდიდა. მისი ძმა – შალომი ოთხი თვის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system