თავში

კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

​კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. მათ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებათ ბრალად.

"ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების - მ.ნ.-ის და ი.მ.-ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები. პოლიციამ ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში დააკავა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დაკავებულები 1984 და 1989 წელს დაბადებული პირები არიან. მათ 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system