თავში

კახეთში მამამ სამი თვის ბავშვი მოკლა - განახლებულია

კახეთში მამამ სამი თვის ბავშვი მოკლა
კახეთში მამამ სამი თვის ბავშვი მოკლა - განახლებულია

გურჯაანის სოფელ ვეჯინში მამამ სამი თვის ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ის 1996 წელს დაბადებული პირია. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა", - აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system