თავში

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
კახეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

კახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 გამოძიება სსკ-ის მე-11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system