თავში

ცოლი ქამრით გაგუდა - ახალი დეტალები 25 წლის ქალის მკვლელობაში

ცოლი ქამრით გაგუდა - ახალი დეტალები 25 წლის ქალის მკვლელობაში
ცოლი ქამრით გაგუდა - ახალი დეტალები 25 წლის ქალის მკვლელობაში

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი ქამრით გაგუდა, შემდეგ კი საკუთარი ავტომობილით პოლიციაში მივიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. გარდა ამისა, მან უწყებაში განაცხადა, რომ მოკლულის ცხედარი ავტომობილში იყო. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

დაკავებულ კაცს 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system