თავში

კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს
კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - ვერცხლისწყალი 106,58 გრამი გამოავლინეს.


როგორც report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system