თავში

"ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს თავს დაესხნენ

"ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს თავს დაესხნენ
ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს თავს დაესხნენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში თავს დაესხნენ და სცემეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ დააჯახეს, რის შემდეგაც, სამმა პირმა მას სასტიკად სცემა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავს დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში.

შუბითიძე ახლა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტემი მუშაობენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან "ქართული ოცნების" წევრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system