თავში

ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირება სტამბოლში - არიან გარდაცვლილები - VIDEO

ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირება სტამბოლში - არიან გარდაცვლილები
ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირება სტამბოლში - არიან გარდაცვლილები  - VIDEO

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ერთი აზერბაინაჯის მოქალაქეა, ორის - რუსეთის მოქალაქე ჩეჩნები. 

შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთ უბანში, ბაშაკ-შეჰირში, რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.

გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა. დაზარალებულის ცნობით, მასთან ერთად საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებმაც  გაქცევა მოახერხეს. 

ინციდენტი ადგილობრივი დროით 6-ის ნახევარზე მოხდა. ამჟამად პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system