თავში

ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები ჰაკერულ საიტზე განთავსდა

ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები ჰაკერულ საიტზე განთავსდა
ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები ჰაკერულ საიტზე განთავსდა

ქართველი ამომრჩევლების პირადი ბაზა, რომელიც 4,9 მილიონი ადამიანის პერსონალურ მონაცემებს მოიცავს, ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნდა. ბაზაში გარდაცვლილი მოქალაქეებიც არიან. 

გამოქვეყნებული ბაზა შეიცავს ამომრჩევლის პირად მონაცემებს - მათ შორის მისამართს, პირად ნომერს, დაბადების თარიღსა და მობილური ტელეფონის ნომერს. 

ინფორმაცია მონაცემების გამოქვეყნებაზე გამოცემა zdnet-მა გაავრცელა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს და უწყებაში დამატებითი კომენტარები გაკეთდება.

,,ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები", - განაცხადეს შსს-ში.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3.7 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა ერთი მესამედი არჩევნებში არ მონაწილეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system