თავში

კასპში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს

კასპში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს
კასპში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს

კასპში შუახნის კაცმა ორ პირს ცეცხლი გაუხსნა. მათგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ხელოსანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი დამკვეთის მიმართულებით გაისროლა. ინცინდენტის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა. 

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system